რატომ მოხდა უბედური შემთხვევა-ქუთაისის ქარხნის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უბედური შემთხვევა, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, ჰორიზონტალურ შიგმჩარხ დანადგარზე მეტალურგიული პროდუქციის დამუშავებისას მოხდა.
“ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში, საწარმოო პროცესის დროს, მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ჰორიზონტალურ შიგმჩარხ დანადგარზე მეტალურგიული პროდუქციის დამუშავებისას მოხდა.
საწარმოს თანამშრომელი, თეიმურაზ ბალავაძე, ყოველდღიურ საქმიანობას ასრულებდა. ის მეტალურგიული პროდუქციის გაწმენდა-დამუშავებაზე მუშაობდა, რა დროსაც, წინასწარი მონაცემებით, ჩარხმა ზედა კიდური დაუზიანა. ტრავმის სიმძიმის შედეგად, ის ადგილზევე გარდაიცვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები