გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებმა ტექნოპარკი დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, ლილოს დასახლებაში მდებარე კერძო სკოლა „შოვის“ მე-10 კლასის მოსწავლეები თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინოვაციურ სიახლეებს გაეცნენ.
მოსწავლეებმა, საინფორმაციო და შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ტექნოპარკში არსებული ლაბორატორიები და სასწავლო ცენტრები, ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები დაათვალიერეს, რომლებიც მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. ტექნოპარკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და ტრენინგებში მონაწილეობა და საკუთარი იდეების წარმოჩენა შესთავაზეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტექნოლოგიური პარკის არსებობა უნიკალური შესაძლებლობაა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ტექნოპარკის ხელმძღვანელობამ მოსწავლეებისთვის ასეთი ერთობლივი ტურების, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები