ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ორგანიზაცია ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” ორგანიზებით, მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკა “ვივამედში”, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს თერაპევტის, ნევროლოგის, ოფთალოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ანგიო-ქირურგის, ენდოკრინოლოგისა და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდათ. გამოკვლევებში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ვეტერანმა მიიღო.
“დღეს, პირველი საქველმოქმედო აქცია გვაქვს – მემორანდუმის ფარგლებში. მრავალპროფილური კვლევები მიმდინარეობს. დიდია პაციენტების მომართვიანობა. დღევანდელი გამოკვლევები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს  და კიდევ ბევრ საქველმოქმედო აქციას ჩავატარებთ, ვეტერანებთან ერთად“, – განაცხადა ორგანიზაცია ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” პრეზიდენტმა, ქეთევან ბარათელმა.

ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
მემორანდუმი მიზნად  ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფასა და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები