„არემჯის“ ტექნიკურ-კვლევით ლაბორატორიაში ფინური OUTOTEC-ის დანადგარი დამონტაჟდა

კომპანია „არემჯის“ წარმოების გადაიარაღებისა და ტექნიკური მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, „არემჯი კოპერის“ სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში, ახალი ტექნოლოგიური ხაზის დამატება იგეგმება.
როგორც „კვირას“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, პროექტზე „არემჯი“ ფინურ OUTOTEC-თან მუშაობს, რომელიც, სამთო დარგში, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და მსგავსი ტიპის საწარმოებისათვის პროექტირებასა და დანადგარების შერჩევა/დამონტაჟებას უზრუნველყოფს.
სამუშაოების პირველი ეტაპი კომპანიის ტექნიკურ კვლევით ლაბორატორიაში პნევმომექანიკური ფლოტო მანქანის მცირე ზომის მოდელის დამონტაჟებას ითვალისწინებს, რომელიც სრულად ავტომატიზირებულია და, მექანიკურ მანქანასთან შედარებით, უფრო ზუსტი ტექნოლოგიური მაჩვენებლების გაცემას უზრუნველყოფს.
ლაბორატორიის ფლოტატორებს ფლოტო მანქანის ექსლუატაციის შესახებ ორდღიანი ტრენინგი OUTOTEC-ის მეტალურგმა, მიხაილ ჰაასმა ჩაუტარა და მათ მანქანის მუშაობის პრინციპი და ინსტრუქცია დაწვრილებით გააცნო.
„ჩემი ვიზიტის მიზანია, ჩავატარო ტრენინგი ახალი ფლოტო მანქანის ექსპლუატაციის შესახებ. როგორც თავადაც ნახეთ, მანქანა სრულად ავტომატიზირებულია და, ფლოტაციის პროცესში, იძლევა ტესტის რამდენჯერმე გამეორების საშუალებას, რაც, საბოლო ტექნოლოგიურ მაჩვენებლებში, გამორიცხავს ნებისმიერ უზუსტობას.“ – განმარტავს OUTOTEC-ის სპეციალისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები