სოფიო ქაცარავა: რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის განსაკუთრებული პარტნიორია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრისას, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, აღნიშნა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
„რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის განსაკუთრებული პარტნიორი”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, შავი ზღვის კონტექსტში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობასა და მის მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები