„უკანონოა რუსეთის ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლითაც მოსკოვი სამეზობლოსთან აგრესიულ მიდგომებს ავლენს”

“უკანონოა რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლითაც მოსკოვი, სამეზობლოსთან მიმართებით, აგრესიულ და არაცივილიზებულ მიდგომებს ავლენს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან აღნიშნული წვრთნების ჩატარება გეგმურია.
„შეიძლება, ამ მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე პრეტენზია არ გვქონდეს, მაგრამ როცა ეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, ეს აჩენს რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და აგრესორის სახეს. საკითხზე რეაგირება მოხდება, სპეცსამსახურები დაკვირვებას გააგრძელებენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხრეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, რომელიც სამი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები