პროკურორი – “13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები არ უფიქსირდება”

“13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები არ უფიქსირდება”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლევან ჯალაღონიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდებული წარსულში, სხვადასხვა დროს, ორჯერ არის ნასამართლევი ძარცვისა და ცემისთვის.
“რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული, დანაშაულის ჩადენისას, შეურაცხად მდგომარეობაში იყო – ამაზე დაინიშნა სტაციონარულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს, მოქმედებდა თუ არა ბრალდებული, დანაშაულის ჩადენისას, შეურაცხადი მდგომარეობის საფუძველზე. ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი – მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ვიდრე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. ბრალდებულს არ უფიქსირდება, რომ, ოდესმე, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის 2008 წელს ძარცვისთვის, ხოლო 2014 წელს ცემისთვის იყი ნასამართლევი”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები