მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. დაცვის მხარე კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა. დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა, თავის შუამდგომლობაში ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
​ცნობისათვის, კირკიტაძეს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები