სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არცერთი დეტალი ახსოვს.
13 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ადამიანი, ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასამართლო დარბაზში მიიყვანეს. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა რუსთავში ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცველებმა 29 წლის მამაკაცი დააკავეს. 13 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები