ბრალდებულები, დავით კირკიტაძე და ვალერი მუსაევი გურჯაანის რაიონის მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ამ წუთებში, გურჯაანის რაიონული სასამართლოში, სადაც ბრალდებულების – დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის პროცესი მიმდინარეობს, მოსამართლე დავით ნარიმანაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
მოსამართლემ, წინა სასამართლო სხდომაზე, 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. შესვენებამდე, ადვოკატებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მუსაევის ადვოკატმა ჰაბიდოსკოპიური და ამოცნობის ექსპერტიზების შესახებ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. რაც შეეხება დავით კირკიტაძეს – იგი პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ბრალდებას არ ეთანხმება ვალერი მუსაევიც. კირკიტაძესა და მუსაევს, ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები