ზვიად კვაჭანტირაძე: სკოლის გამოცდების მოხსნაზე ჩემი შვილის და მისი მეგობრების სიხარულს არ ვიზიარებ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნით, სკოლის გაძლიერება არ უნდა დაწყებულიყო.
​როგორც მან პარლამენტში განაცხადა, ის ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი უფროსკლასელი შვილის ენთუზიაზმს არ იზიარებს. “მიუხედავად იმისა, რომ მეც მყავს უფროსკლასელი შვილი და თავის სამეგობროსთან ერთად, დიდი სიხარულით შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, არ მინდა, მათ ვაწყენინო, მაგრამ მე მათ ენთუზიაზმს ვერ გავიზიარებ. რადგან მიმაჩნია, რომ გამოცდები ასე, ერთი ხელის მოსმით, არ უნდა გაუქმებულიყო. ​დღემდე მაინც ვერ მოვისმინე საკმარისი არგუმენტები იმის მხარდასაჭერად, რომ გამოცდების მოხსნით უნდა დავიწყოთ სკოლის გაძლიერება”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები