სალომე სამადაშვილი: საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, წერა-კითხვის ცოდნა დღეს ჩვენს ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ქვეყანაში საშუალო და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ხედვით დაინტერესდა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა მიხეილ ბატიაშვილს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიმართა.
„საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, წერა-კითხვის ცოდნა დღეს ჩვენს ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ საქართველოში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით ყველა, ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი, როგორც წესი ვერ იღებს დიპლომს. შედეგად ჩვენ საზოგადოებაში გყავს მრავალდიპლომიანი, სრულიად უვიცი ადამიანები და ეს ქმნის პრობლემას, რომ ასეთი უვიც დიპლომირებულ საზოგადოების პირობებში კიდევ რამდენიმე თაობით ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები