საჩხერეში „მოდინახეს“ ციხის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

 საჩხერის მუნიციპალიტეტში „მოდინახეს“ ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა N1 და N2 კოშკი მცენარეული საფარისგან და გამოფიტული შემავსებლისგან, ორივე კოშკზე საპირე წყობები აღდგა ძველი ქვით და მოეწყო საპირეებს შორის ბუტი წყობა კირდუღაბით. ნაწილობრივ აღდგა კოშკებს შორის ციხის კედელი. ამ სამუშაოებით დასრულდა კოშკების სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, სარესტავრაციო პროცესის გაგრძელება დაგეგმილია 2019 წელსაც.

სამუშაოები შეასრულა შპს „კირთხურომ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები