გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით 7 თებერვალს დაკრძალავენ
მსახიობ გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ – ამის შესახებ „კვირას“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს პრესსამასახურის ინფორმაციით, პანაშვიდი დღეს და ხვალ, მსახიობის საცხოვრებელ სახლში (აღმაშენებლის გამზირი 86/90) გაიმართება, 7 თებერვალს კი მსახიობს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.
გურანდა გაბუნიას 7 თებერვალს, 14:00 საათზე, მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.