მერაბ ქვარაია მოსახლეობასთან 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მოსახლეობასთან 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა.
მაჟორიტარმა შეხვედრაზე დამსწრეებს ინფორმაცია იმ რეფორმებზე და ინიციატივებზე მიაწოდა, რომელშიც საპარლამენტო საქმიანობის კუთხით თავად აქტიურად იყო ჩართული.
შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ყოველი ანგარიში და შეხვედრა ამომრჩეველეთან არის ერთის მხრივ საანგარიშო პერიოდის შეჯამების, მეორეს მხრივ კი ახალ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობის შესაძლებლობა. ამიტომაც მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანგარიშების კულტურა, რომელიც დავამკვიდრეთ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ასეთი საანგარიშო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება” -განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები