დავით ზურაბიშვილი დოლიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

   კოალიცია “ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ზურაბიშვილი დოლიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, დავით ზურაბიშვილს ადგილობრივმა მოსახლეობამ სთხოვეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს უბნის ახალგზარდების პრობლემებს და დაეხმაროს ნიჭიერ მოზარდებს. მოსახლეობა აგრეთვე დაინტერესდა, ეზოებისა და კორპუსების კეთილმოწყობის თვალსაზრისით რა კონკრეტული დაპირებები აქვს მაჟორიტარობის კანდიდატსა და მთლიანად კოალიციას.. მათ დავით ზურაბიშვილს ლიფტის შეცვლის პრობლემის გადაჭრაში დახმარებაც სთხოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსს სასწრაფოდ ესაჭიროება კვლევითი სამუშაოების ჩატარება, რადგან რამდენიმე თვეა ერთ-ერთ სადარბაზოს სარდაფებში წყალი დგება და მრავალსართულიანი სახლის საძირკველი ზიანდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები