საქართველოს 4 მოქალაქე კატოვიცეში, ყალბი ფულის რეალიზაციისთვის დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ კოტოვიცეში საქართველოს ოთხი მოქალაქე ყალბი ფულის რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციას ინფორმაცია ყალბი ფულის გამოყენების შესახებ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ შეატყობინა.
მაღაზიის მეპატრონის განცხადებიდან ცოტა ხანში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციამ მანქანის გაჩხრეკა მოახდინა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, ერთი ქალი და სამი მამაკაცი.
ავტომობილის გაჩხრეკის დროს პოლიციამ სავარძლების ქვეშ 150-ზე მეტი ყალბი კუპიურა იპოვა.
დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები