ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ იქნება წარმოდგენილი
30 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კინოთეატრში ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ იქნება წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, 35 წლის წინათ ეკრანებზე გამოსული ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება კინორეჟისორის იუბილეს მიეძღვნება.
ფილმი 2014 წელს კანის ფესტივალზე სექცია „Cannes Classics“-ში აჩვენეს.
ეროვნული არქივის კინოთეატრის მაუყურებელი ფილმს იხილავს მაღალ ხარისხში – 2K DCP, ინგლისური სუბტიტრებით.
კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება ფილმის გადასაღები მოედნის ამსახველი ფოტოები.
დასწრება თავისუფალია.