ზაალ ებანოიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

29 იანვარს, 17:00 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში,  ქუთაისელი პოეტის, ზაალ ებანოიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
დაიბადა  ბაღდათის რაიონის სოფელ  დიმში.
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.
1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს პირველი გამოცემა „ლექსები“ დაისტამბა; ავტორია პოეტური კრებულებისა: „მთვარის კელაპტარი”(1977), „წვიმის შვილი”(1979), „იწყება აღმართი”(1981), „ხატი მამული”(1985), „ციდან დასარეკი ზარები”(1986), „მარადიული რთველი”(1989), „პოემები”(1990), „რჩეული”(2008), „70 ლექსი”(2009); მას ეკუთვნის წერილების კრებული – „ფიქრები პოეზიაზე”(1998); ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები