ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომიტეტის სხდომა გაიმართა

    ბრიუსელში, პოლიტიკისა და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.
ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია დაესწრო.
სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დადებითი შეფასება საფუძვლად დაედება შეფასების დოკუმენტს, რომელიც ნატოს საერთაშორისო სამსახურის მიერ უახლოეს პერიოდში მომზადდება და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს მიეწოდება. დოკუმენტის საფუძველზე უელსის სამიტისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადება.
„ჩვენ განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. ასევე, განხილული იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული ეტაპი და სამომავლო გეგმები. ნატოს შტაბ-ბინასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ცალსახად დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი, ის თავსებადობა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს გააჩნია ალიანსის ძალებთან“, – განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები