გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედას, ლეილა ქსოვრელს ბრალი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევას ედავება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც ქსოვრელის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს.
ქსოვრელისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები