ლიტვის პრეზიდენტმა უკრაინაში დაშავებული დემონსტრანტები მოინახულა

  ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კიევში მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა. მან ასევე მოინახულა დაშავებულები, რომლებიც კიევის ცენტრში შეტაკების დროს დაშავდნენ და ლიტვაში მკურნალობენ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. “მე მოვინახულე მაიდანზე დაშავებული უკრაინელები, რომლებიც სამედიცინო მკურნალობას ლიტვაში გადიან. ასეთი უხეში ძალის გამოყენება ადამიანებზე გაუმართლებელია”, – დაწერა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ: დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა მზად იყო, უკრაინაში დაშავებული მომიტინგეების მისაღებად, რათა მათთვის სამედიცინო დამხრება გაეწია, და რომ ლიტვა მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები