შსს: იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ქართული მხარე ინფორმირებულია

„იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ქართული მხარე ინფორმირებულია“, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის დეტალებზე იტალიელი სამართალდამცველები ინფორმაციას არ ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში, ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე, მხატვარი თამარ მოდებაძე მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილიც ქართველია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 3-დღიანი ძებნის შემდეგ, მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.
იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა იტალიის ტერიტორია უკვე დატოვა და ის საქართველოშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები