შსს-ს ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სპორტულ შეჯიბრებებზე და განსაკუთრებით ფეხბურთის მატჩებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ ევროპულის კონვენციის“ მუდმივმოქმედი კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული შეჯიბრებების მიმდინარეობისას უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს – სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათ დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, თბილისის მთვარი სამმართველოს, დაცვის პოლიციის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ექსპერტები სპორტული შეჯიბრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების ფუნქცია-მოვალებებს და მათ საქმიანობას გაეცნენ.
ვიზიტის მიზნია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებისთვის რეკომენდაციების მომზადება სპორტული შეჯიბრების მიმდინარეობისას უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=D-Npm7TWAtg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები