სანკტ-პეტერბურგში საერთო საცხოვრებლიდან 300 ადამიანი ხანძრის გამო ევაკუირებულია

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლიდან 300 ადამიანი ხანძრის გამოა ევაკუირებული, ხანძარი სარდაფში გაჩნდა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“ხანძარი სახელმწიფო ტექნიკური ინსტიტუტის სარდაფში მოხდა. უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები