“მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ახსოვდა ეს ფაქტი” – გოდერძი შარაშიას ემოციური პოსტი გოგონას მკვლელობაზე

0

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სანზონაში მომხდარ საზარელ ფაქტს – 4 წლის გოგონას გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“წლების წინ სოფ. მისაქციელში დედამ შვილი მოკლა შეშით, მომდევნო კვირას რეპორტაჟი რომ გავაკეთეთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ახსოვდა ეს ფაქტი. ერთხელ ლონდონში გადაღებაზე ვიყავი და მშობლებს შვილი შემოაკვდათ ცემაში. ყველა ტელეკომპანია, ყველა ტაბლოიდი ერთი კვირის განმავლობაში, 24 საათი ამაზე საუბრობდა. გადაცემებში გამოჰყავდათ უფლებადამცველები. მასწავლებლები, მშობლები, მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლების წარმომადგენლები. ბოლოს დედოფალმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა და მრავალი მილიონი შემოვიდა ერთ საათში. და ყველაზე მთავარი. იმ დღეს ქუჩებში დიდი და პატარა დათვები დადიოდნენ ვედროებით და თანხას აგროვებდნენ. ბოლოს გაირკვა, რომ ეს დათუნიები სხვებთან ერთად ბრიტანელი ბიზნესმენები იყვნენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მოკლედ, აღარ ვიცი, რა ვთქვა. აღარ ვიცი, რა ვთქვა. აღარ ვიცი, რა ვთქვა”, – წერს გოდერძის შარაშია.
ცნობისთვის, თბილისში, გვაზაურის ქუჩაზე 4 წლის გოგონა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვს სახლში სისტემატურად სცემდნენ და ერთხელ ის ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა.
მომხდარ ფაქტზე, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი