საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

0

 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა შვეიცარიას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიო ლიდერებსა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, როგორც ბიზნესებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, ასევე ახალი, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზრების აღმოსაჩენად.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი