,,პრეზიდენტი გამოდავებას არ აპირებს”

თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი გამწვავებას და გამოდავებას არ აპირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, მაგრამ ამ შეთანხმების სტრატეგიული და მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამის რაიმე გართულებას, გამწვავებას, ან, ასე ვთქვათ, გამოდავებას და მსგავსი საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ აპირებს. კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან, როგორც მოგახსენეთ, არ გამართულა”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები