“ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერი მოაწერს – ეს აბსოლუტურად სამართლებრივია“

 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ლოგიკურს უწოდებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. როგორც თადუმაძემ “რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებებში სწორედ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული.
“ზოგადად აღნიშნული სახის გადაწყვეტილებებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მთავრობა იღებს, ამდენად მთავრობამ განიხილა აღნიშნული საკითხი და გადაწყდა,რომ ამ ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი ელემენტები, როგორიც არის მოლაპარაკება და შემდეგ ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება მთავრობის მხრიდან, შესაბამისად საერთაშორისო სამართლის პრინციპიდან გამომდინარე, ის ვინც საერთაშორისო მოლაპარაკებებს იწყებს შემდეგ ხელშეკრულებასაც ის აფორმებს“,- განაცხადა თადუმაძემ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კონსტიტუციის უგულებელყოფა არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა და ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივად და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები