ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის გარდაცვალებას საგარეო უწყებაში არ ადასტურებენ

ლიბიაში ორი კვირის წინ გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მიმდინარეობს გამოძიება, რის შემდეგაც კონკრეტული ინფორმაცია გახდება ცნობილი.
მისი თქმით, გამოძიებას ლიბიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ.
„შეიძლება ბევრი ვერსია არსებობდეს, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო ვერსიას არ გამოაქვეყნებს, ამას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას ლიბიური მხარისგან. ჩვენი საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ უწყებასთან, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და სიახლეების შემთხვევაში, ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ქართველი მეზღვაური, 22 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები