რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება

22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით,14:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები