სპეციალური ოპერაციების ძალებში ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ღია კარის დღე პირველად გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ბაზაზე ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.
მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე უბანზე საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს. მათ სწრაფი დაშვების კედელზე სხვადასხვა სახის მანევრი განახორციელეს და ოპერაციების რაიონში მოწინააღმდეგის განეიტრალება წარმატებით მოახდინეს.

ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა შვილებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნენ.
მებრძოლების ოჯახის წევრებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების დასასრულს კი სამხედრო მოსამსახურეები, მათი მეუღლეები და შვილები მამა დავით ბოტიკაშვილმა დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები