ლიბიაში ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა
ქართველი მეზღვაური, 22 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, დაკარგული მეზღვაურის ოჯახს მომხდარი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს. დავით რაზმაძის გაუჩინარება მისმა თურქმა შემცვლელმა აღმოაჩინა და ადგილობრივ პოლიციას მიმართა.
როგორც “კვირას” საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდა.
“2018 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე -“Mv Dogan Bey” (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata (07.01.2019) ვახტაზე ყოფნისას, დაიკარგა ქართველი მეზღვაური – დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობენ სიტუაციის გარკვევას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის დროშისა და გემთმფლობელის კუთხით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები”, -განუცხადეს “კვირას” სააგენტოში.