დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალეს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები – ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათია ციცვიძის და ნინო ციცვიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ქაშვეთში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, 18 იანვარს “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები დააკავეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები