პატრიარქი დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილებზე: ჩემი თხოვნაა, მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები
“დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა, მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში ბრძანა, სადაც დიღომში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დები და ერთ-ერთი დაღუპულის მცირეწლოვანი ვაჟი ქაშვეთის ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. მათ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.