პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა

„დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, დღეს წმინდა სამება გამოეცხადა, ზეციდან კი ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვყავ”. ძე ღვთისა ჩავიდა იორდანეში და ნათლისღება ინება და სულისწმინდა „სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარსა ზედა“. დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა“ , – განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაქებისას მრევლს მიმართა, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ სახლი, ეზო და ქუჩები.
„ნაკურთხი წყალი – ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში, ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა აკურთხოთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული ვეღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა თქვენს ზედა!“ – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები