პატრიარქმა დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია

საქართველოს პატრიარქმა წირვის დროს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა მათი სახელები ბარძიმის გამობრძანებისას საკურთხეველზე წარმოთქვა.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები