პატრიარქი ნათლისღებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს 

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო – ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს, სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვყავ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები