ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია

    „ფასეულობების გაზიარება ფასეულობის შესაქმნელად”, – ამ სახელწოდებით „ფერეფო ჯგუფმა“ დღეს სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინა. იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
როგორც სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიება იდეებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
„ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან, რათა შევქმნათ უკეთესი ბიზნესგარემო ყველა დაინტერესებული მხარისთვის. საქართველომ მიაღწია ეკონომიკურ ზრდას, გავატარეთ რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რის სიკეთესაც უკვე გრძნობს ბიზნესსექტორი. მე ვარ ამაყი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და გაატარა საჭირო რეფორმები საკუთრების უფლებების გასამყარებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ფერეფო ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია 2020 წლამდე განსახორციელებელ მიზნებს მოიცავს. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, „ფერეფოსთვის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია და იგი კომპანიის ბიზნესმოდელს განსაზღვრავს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები