სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს თებერვალში ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად თებერვალში ეწვევა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარიზში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის საფრანგეში ვიზიტს მშნიშვნელოვნად აფასებს. მაგალითად კი ზურაბიშვილის დიპლომატიური წარსული და გამოცდილება მოჰყავს.

„სათვისტომოსთან შეხვედრა არის ყოველთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით პარიზში, სადაც 100 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები პოლიტიკურ ემიგრაციაში წამოვიდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში 21-23 იანვარს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები