ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.