ბახტაძე და ფაშინიანი ბოლნისში ერთმანეთს არაფორმალურად შეხვდნენ

ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.
მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი 14 იანვარს მოაწერა.

სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტი გასული წლის 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა მიიღო, რომელიც სათავეში ჩაუდგება სომხეთის მთავრობას.

საპროტესტო გამოსვლების შედეგად გასული წლის 23 აპრილს, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი სერჟ სარგსიანი. 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრად ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები