უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გადაწყვეტილებას საპატრიარქო სინოდის სხდომაზე მიიღებს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე გახდება ცნობილი. მანამდე კი, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში, საკითხის შესწავლა გრძელდება.

სასულიერო პირების გადაწყვეტილებას ელის ხელისუფლება. მრევლის ნაწილმა კი, საპატრიარქოს დღეს სპეციალური განცხადებით მიმართა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები