ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს ფედერაციას უკრაინაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
რუსული “ბიბისი”-ს ინფორმაციით, ფრანგული გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაზე ზეწოლაში დაადანაშაულ. “უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა ევროპული უსაფრთხოებისთვის და ძალიან ვწუხვარ, რომ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთს ევროატლანტიკური ალიანსის გაფართოების მიმართ ღიად მტრული დამოკიდებულება აქვს.