სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ.

 

ნინა შადური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები