ტრაგედია გორში – ავარიას ორსული ქალი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ტრაგედია დატრიალდა. „მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავარიის შედეგად მანქანაში მსხდომი ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ორსულად იყო. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ნინა შადური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები