ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე: მას ვურჩევ, რომ ასეთი კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს

ვის აქვს უფლება, რომ სამუშაო ჯგუფში ყოფნა ამიკრძალოს? სამუშაო ჯგუფი ჩემი შექმნილია და საავტორო უფლების დაპატენტება არ მჭირდება, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
“ვის აქვს უფლება, რომ სამუშაო ჯგუფში ყოფნა ამიკრძალოს? სამუშაო ჯგუფი ჩემი შექმნილია და საავტორო უფლების დაპატენტება არ მჭირდება. ყველას ვურჩევ, ნუ გადაწყვეტს, ვინმეს აქვს ის მანდატი, რომ სამუშაო ფორმატში მონაწილეობა ამიკრძალოს ან რომელიმე სამუშაო ფორმატში მონაწილეობა შემიზღუდოს? არავის თანხმობა არ მჭირდება, რომელ ჯგუფში გადავწყვეტ, რომ უნდა ვიყო ჩართული. ყველა ჯგუფში ვიქნები, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. ამაზე არავის დასტური არ მჭირდება. ეს ჯგუფი 2017 წელს ჩემ მიერ შეიქმნა. კარგია, რომ ის ბატონ კობახიძეს მოსწონს. კარგია, რომ მუშაობა ამ ფორმატშიც გაგრძელდება. ჩვენ სხვა ფორმატსაც შევქმნით, რომელშიც ჩვენი კოლეგები უფრო მეტად იქნებიან წარმოდგენილი, რადგან საბოლოოდ ცვლილებები უნდა მიიღოს არა სამუშაო ჯგუფმა, არამედ პარლამენტმა. ამიტომ მე მას ვურჩევ, რომ ასეთი კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს – პროცესი ისედაც დაძაბულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იქნება თუ არა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებს, კონსულტაციებით გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები