ზაზა პაპუაშვილი: დეპუტატებმა ისეთ გადაწყვეტილებებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სიმშვიდე იყოს

საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” წევრის, ზაზა პაპუაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სია საზოგადოების მღელვარებას იწვევს, ამიტომ, მისივე განმარტებით, დეპუტატებმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაც პროცესებს დაასტაბილურებს.
როგორც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საინტერესოა ამ საკითხზე არამოსამართლე წევრების დამოკიდებულება.
„გვაინტერესებდა მათი აზრი, იდეები, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. საკითხი სახალხო მღელვარების თემაა და გვინდა, ისეთ გადაწყვეტილებებს შევუწყოთ ხელი, რომ სიმშვიდე იყოს და ყველაფერი გადავიდეს სამუშაო პროცესში. ვეთანხმები, რომ წარდგენილი სია არ განიხილება, თუმცა არის ყურადსაღები პროცედურები“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ, ანა დოლიძემ განაცხადა, დეპუტატებს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე თავიანთი მოსაზრებები და ხედვა გააცნეს.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს დღეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები