დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე: თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ

გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები, დაახლოებით, თვენახევრიანი ხანგრძლოვობით ხასიათდება – დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თებერვალში გრიპის მცირე პიკია მოსალოდნელი, თუმცა სერგეენკო განმარტავს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს.
„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი შუალედით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს. თუმცა, შეიძლება, მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები