სპეციალისტები მყინვარებზე გლაციოლოგიურ ექსპედიციებს განახორციელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მყინვარებზე გლაციოლოგიურ ექსპედიციებს ახალი სამთო ალპინისტური აღჭურვილობებით, საველე სპეც-ტანასცმლით და მაღალი გამავლობის ავტომობილების საშუალებით განახორციელებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი სპეციალისტებს შეხვდა და ახალი აღჭურვილობები დაათვალიერა. სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას მყინვარებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებები წარმოადგენს. ხალი ინვენტარით აღჭურვა სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, საველე-გლაციოლოგიური ექსპედიციები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად განახორციელონ. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტები საქართველოს მასშტაბით მყინვარებზე მუდმივ მონიტორინგს ახორცილებენ, სამუშაოები რთულ, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მიმდინარეობს. კლიმატის ცვლილების პროცესების შესწავლის, მდინარეებზე სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნის და წყლის რესურსების რაოდენობრივი შეფასების მიზნით საველე-ექსპედიციები მუმდივად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები